პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ, სერგი კაპანაძე აირჩიეს.
17-კაციან კომისიაში უმრავლესობით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი.
კომისიის შემადგენლობაში “ქართული ოცნებიდან” არიან: – არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.
“ევროპული საქართველოდან” – სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ – ადა მარშანია.
დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი.
ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.