პარლამენტთან აქციაზე 4 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები შეშის შეტანას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი