პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ ნაწილს პირღებინება და თავბრუსხვევა აქვს, მათ შორის როგორც მოქალაქეებს, ისე სპეცრაზმის წევრების ნაწილს.

აქციაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ოარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.ხილვამ გამოიწვია, რასაც აქცია მოჰყვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი