პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ასევე, ისმის გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. სპეცრაზმი პერიმეტრის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. 

ადგილზე შეკრებილები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ. ასევე, პოლიციის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი