პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით ცდილობს, მოქალაქეებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.
დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტ თორნიკე კოშკაძეს, რომელიც დაშავების მიუხედავად მოვლენების ეპიცენტრში პროფესიული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
რეზინის ტყვიებისგან ჭრილობები აქვს მიყენებული “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილსაც.
ასევე დაშავდა რამდენიმე ოპერატორი.
აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.