პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს – პრემიერი

პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილსა და მის აგრესიულ ჯგუფს – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბახტაძე 20 ივნისის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო უმძიმესი ღამე. 

„ეს არის მათი მოვალეობა დაიცვან კონსტიტუცია და წესრიგი ქვეყანაში. შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. ადამიანების ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის და იერიში მიეტანა ჩვენს კონსტიტუციაზე. საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევას, ანუ ერთის მხრივ გვაქვს სიტუაცია, როცა ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვერ აკავებდა კორდონი, ისინი იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი