პატრულმა მოქალაქე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ აღარ დააჯარიმა

ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქესა და პატრულის თანამშრომლებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მოქალაქე თემურ ხარლამპიდის მტკიცებით, პოლიციამ იმ მიზეზით გააჩერა, რომ თითქოს ღვედი არ ეკეთა, თუმცა ეს ასე არ არის.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა. სახეზე წითური ვარ, რის გამოც ხშირად ნასვამი ვგონივარ და მაჩერებენ. თუმცა ახლა ვითომ ღვედი არ გეკეთაო, არადა ღვედი მეც მეკეთა და ჩემს დასაც, კანონი არ დამირღვევია და რატომ უნდა დამაჯარიმონ? ალკოტესტზეც შემამოწმეს, მაგრამ ფხიზელი ვარ. 40 ლარიანი ჯარიმის გამოწერას ცდილობდნენ, მაგრამ რატომ უნდა გამომეწერინებინა, როცა არ დამიშავებია?”, – აცხადებს ხარლამპიდი.

ადგილზე მედიის წარმომადგენლებისმისვლის შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ტერიტორია დატოვეს და თემურ ხარლამპიდი არ დააჯარიმეს.

თემურ ხარლამპიდი შელაპარაკების დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინოდახმარების გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს პრესსამსახურში “Newsportal.ge”-ს განუცხადეს, რომ მოქალაქე მხოლოდ ალკოტესტზე გადაამოწმეს და უარყოფითი პასუხის შემდეგ გაუშვეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი