2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით.
ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;
გარდა ამისა, 2025 წლიდან გაიზრდება კომპენსაციების მოცულობაც.