პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც იწყება

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც იწყება. ამ თემაზე პრეზენტაცია ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გამართა და დამსწრე საზოგადოებას პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენტაციის მოდელი დეტალურად გააცნო.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მალე რეგიონის სამშობიარო დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ, რაც ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს. მისივე თქმით, რეფორმის მიზანია ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრიი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმები დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი