უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა.
მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგი ნათელია.
“ეგზიტპოლის შედეგები ნათელია, რის გამოც მე ჩემს ოპენენტს უნდა დავურეკო და გამარჯვება მივულოცო”, – განაცხადა თავის საარჩევნო შტაბში პოროშენკომ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
მანამდე ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 25.3%.