ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად შეიტანეს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში შეტანილ განაცხადებზე ოფიციალურ პასუხს ქვეყნები სავარაუდოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებენ.
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგება და პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მათ ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერენ.
ნატო-ში გასაწევრიანებლად კი ალიანსის წევრების სრული მხარდაჭერაა საჭირო. ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში, დიპლომატების აზრით, ნატო-ში ახალი წევრების მიღების პროცედურას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.