პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის ინტერნეტში გავრცელების ფაქტზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.
„აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო „იუთუბიზე“ ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი. როგორც ცნობილია, ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ და სამწუხაროა, როდესაც საზოგადოების და ზოგიერთი პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები იმის შესახებ, თითქოს გარკვეული ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, რომ თითქოს გადაგზავნა არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე „იუთუბიზე“ ატვირთვა. ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს. შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა ეს არის დანაშაული და როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადჰილე ნათია მეზვრიშვილმა.