პირი, რომელმაც სასაზღვრო პოლიციელი მოკლა, სამართალდამცველებს ჩაბარდა

“Newsportal.ge”-ის ინფორმაციით, Პირი, რომელმაც მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლა, წუხელ გვიან ღამით სამართალდამცველებს ჩაბარდა.

Ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ბესო იოსელიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს.

იოსელიანი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა და შელაპარაკება თანამშრომელსა და მას შორის მოხდა, რა დროსაც მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად იოსელიანი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი