პირველ ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პირველ ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 13:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ერგეტას,დარჩელსა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: 9 აპრილის,კოსტავას,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

მესტიაში – 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ა.იოსელიანის,დ.აღმაშენებელის,ბ.ხერგიანის,უშბისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობითსოფლებს:ფოცხოს,უშაფეთს,ლეძაძამესა და მიმდებარე სოფლებს.ასევე რუსთაველის,ზვიად გამსახურდიას,არჩაიასა და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ ლესიჭინესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ფოთში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს:ჩიტაძის,კიკვიძის,აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხობში – 12:00-დან 13:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: საჯიჯაოს,კირცხის,ხიბულასა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი