პირველ ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, პირველ ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს და ქალაქებს:

ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე  36740 აბონენტს  მთლიანად ქალაქი ზუგდიდი (ცენტრის გარდა), ასევე სოფლებში კახათი, დარჩელი, ნარაზენი, ცაიში, რუხი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 09:00-18:30 საათამდე  2345 აბონენტს ქალაქი წალენჯიხა მთლიანად (გარდა ცენტრისა). ასევე სოფლებში ეწერი, ნაცატუ, ობუჯი და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი –  09:00-18:30 საათამდე  1639 აბონენტს სოფლებში უშაფათი, კიროვი, ზანა და და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 09:00-18:30 საათამდე  7103 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე,  ხაბუმე, ჭოღა-ნაფიჩხოვო, ქვედა ჩხოროწყუ  და მიმდებარე სოფლებში.

ხობი- 09:00-18:30 საათამდე  3128 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ხამისკური, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი –  11:00-13:00 საათამდე 531 აბონენტს ქ.ფოთში გურიის, მალთაყვის დასახლება, მ.კაცაძის, პეტრე იბერის და მიმდებარე ქუჩების ნაწილში. 14:00-17:00 საათამდე 331 აბონენტს ქ.ფოთში 9 აპრილის ხეივანი, გეგიძის, ათონელის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი –  11:30-18:30 საათამდე 233 აბონენტს ქ.მარტვილში კახა ბართიას, კალინინის, ოქტომბრის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე საელიაოს უბანში და სოფლებში ნალეფსაო,  ინჩხურში. 11:30-15:00 საათამდე 63 აბონენტს სოფელ კურზუში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი