გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება პირველ ოქტომბერს შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში შარტავას, ქუთაისის, მესხის, ფურცელაძის, ოდესის, ჩაჩიბაიას, თამარ მეფის, სახოკიას და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთი. 12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ფოთში ფალიაშვილის, სააკაძის, ხობის, ლარნაკას, რუსთავის, ათონელის ქუჩებზე. 12:00დან 17:00საათამდე კოკაიას ხეივანს.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.