გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პირველ ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ზუგდიდი. 16:00დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში შამგონა, ახ.აბასთუმანი, ინგირი, კახათი, ზემო კახათი, ახალკახათი,ცაცხვი, ხამისკური, დიდინეძი, ცაიში, ურთა.
ხობი. 16:00დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ ხამისკურში.
სენაკი. 11:00დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ძველი სენაკი, ნოქალაქევი, შხეფი, სენაკში ესვანჯიას ქუჩას.
მარტვილი. 12:00დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში აბედათი, ნახუნაო, სერგიეთი, ბომბოთი, სალხინო, მარტვილი, მარტვილში ბაძაღუას ქუჩას. 11:30დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.