საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ.
ამის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.