პიერველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა – მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

„ეს არის ის ბიზნესი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც, ქუთაისშიც და რუსთავშიც. ჩვენი ამოცანაა, ამ ეტაპზეც ისე გავხსნათ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც შეთანხმებულია გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია შეზღუდვების ოპერირების წესის შემსუბუქება. მაგალითად, როგორც იცით, საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო საქონლის გადაცვლა. რაც უკვე 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაშვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი