“ესეც პირველი თოვლი თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე”, – წერს სოციალური ქსელი “facebook”-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ირაკლი გურჩიანი საკუთარ კედელზე და ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ჩანს თეთნულდის სათხილამურო ტრასა, რომელიც თოვლის მსუბუქი საფარით არის დაფარული.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დროისთვის სტიქიას ებრძვიან. ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიაში შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მესტიის გამგებელი ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები.
ფოტო: ირაკლი გურჩიანი
იგივე თემაზე იხილეთ ლინკი: http://newsportal.ge/stiqia-mestiashi-mimdinareosb-salikvidacuo-samushaoebi/