დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე და ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება, – ამის შესახებ პრემიერმა ზუგდიდში განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის საკითხზე საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან, მათ შორის კონსორციუმს, მის აქციონერებს აქვთ კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე, კონკრეტული შედეგი ჩვენთვის არის მშენებლობის დაწყება“, – განაცხადა ბახტაძემ.