პოლიციამ აბაშაში დაკარგული ირაკლი კეკელიას სავარაუდო მკვლელი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში გაუჩნარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას სავარაუდო მკვლელი დააკავეს. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ კეკელია ჯერ მოკლა, შემდეგ კი ცხედარი სავარაუდოდ, მდინარე რიონში გადაგდო.

“Newsportal.ge” შსს-ს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კეკელია სახლიდან 11 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ იძებნებოდა. მომხდარზე შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა. ოჯახი აცხადებს, რომ კეკელიას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი