პოლიციამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. დაკავებულია 1 პირი: 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს სხეულის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი