15 – 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით , პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და“… ჩატარდება.
ღონისძიება 15 – ივლისს, 19:00 საათზე, სოფელ ჯიხაშკარში გაიხსნება.
ჩატარდება პოლიკარპე ხუბულავას ჩანაწერების აუდიო- ვიდეო დისკის პრეზენტაცია, ა.ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,
16 ივლისს, 20: 00 საათზე, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გალა კონცერტი
ღონისძიების წამყვანი: ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
ასევე, როგორც წინა წლებში, ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების ფოტო – გამოფენა და ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.
დასწრება თავისუფალია.