საპოლიციო ძალებმა საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. კერძოდ, ისინი დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ გაზის კაფსულებს იყენებენ.
ამასთან, ისმის გამაფრთხილებელი ხმაც, რომლითაც სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.
აქციის მონაწილილეების ნაწილმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაინაცვლეს, სადაც მტკვირს სანაპიროს მიმდებარედ გზა გადაკეტეს. ნაწილი კი, კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება.