პოლიცია ქუჩაში ხალხს აკავებს

თბილისში, მეტრო თავისუფლებასთან სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც აქციაზე მიმავალ პირებს აკავებენ.

პოლიციელებმა რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით ჩასვევს ავტომობილებში.

პრალელურად, შავნიღბიანი პირები ოპოზიციის წარმომადგენლებს დახვდნენ და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცნობისთვის, ოპოზიცია შეხვედრას მართავდა, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს.

ამასთან, პარლამენტის გვერდით არსებულ ქუჩებზე – ჩიტაძეზე და ჭიჭინაძეზე მობილიზებული სამართალდამცველები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა.

სპეცდანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანები.

სპეცრაზმის რაზმის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.

საპოლიციო ძალები ასევე იმყოფებიან „თავისუფლების მოედანზე”. მათ კორდონი აქვთ გაკეთებული თბილისი გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი