პოლიციამ 31 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი