სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულები ისროლეს.
ცრემლსადენი გაზის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს წყლის ბოთლები და სხვადასხვა საგანი ისროლეს.
პერიოდულად სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. ხდება აქციის მონაწილეების დაკავება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ ნაგვის ურნებით, სკამებით და ბარიკადებით. ისინი სკანდირებენ: “მონებო, მონებო; “არა რუსულ კანონს”.