ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ არასრულწლოვანები დააკავა.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.