პოლიციამ ხობში უკრაინის მოქალაქე დააკავა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ხობში უკრაინის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

გამოძიება დაკავებულს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი