ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების, „მეტადონის“ შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.