პოლიციამ ოპერატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, “ტვ პირველმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი