სამეგრელო-სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ოთხი პირი – 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
სამართალდამცველებმა, ზ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 ვაზნა, ო.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა, ხოლო ბ.ა.-ს სახლის ჩხრეკისას – პისტოლეტი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ვ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა.