დაკავებული ვ.გ. ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, – ამის შესახებ შს სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
“ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ვ.გ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

