პოლონეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მათ 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შაბათს დილით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სახიფათო იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ სცემა.

დაკავებულები 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი