პოლონეთის ქალაქ პროშოვიცეში, 3 ველოსიპედის მოპარვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
21 წლის ქართველი მამაკაცი 14 ნოემბერს, ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებული რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს და ის მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს.
საქმეს კრაკოვის პროკურატურა განიხილავს. ეჭვმიტანილს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.