ფოთის „ცხელების კლინიკაში“ გამოკვლეული 3 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ფოთის „ცხელების კლინიკიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი პაციენტის ანალიზის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია.

ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, სამივეს ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დილით გაიგზავნა.

„ამ დროისთვის გვყავს სამი ახალი პაციენტი – 42 წლის კაცი ფოთიდან, 49 წლის ქალი ოზურგეთიდან და სამი წლის გოგონა ფოთიდან. სამივეს ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დილით გაიგზავნა“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი