ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე 10 პაციენტია მოთავსებული

ფოთში, „ცხელების ცენტრში“ ათი ადამიანია მოთავსებული, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტებს შორის ყველაზე უმცროსი 3 წლისაა.

ამჟამად პაციენტების ბიოლოგიური მასალის აღების პროცესი მიმდინარეობს. 

„ყველას აღენიშნება ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა. ახლა მიდის ტესტირების პროცესი, ყველა იტესტება“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი