ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.

მისი თქმით, მამაკაცის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ გაიგზავნა, პასუხი კი უარყოფითია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი