ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 82 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ 82 წლის ქალს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ექიმების თქმით, პაციენტს პნევმონია აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურით სენაკის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 82 წლის ქალი შეიყვანა. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი