ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, კლინიკაში ტესტირება ჩაუტარდა 64 და 65 წლის მამაკაცებს, ასევე 25 წლის ქალს რომელიც ფოთიდან.
“მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.