ფოთის საჯარო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ღონისძიებები ტარდება

ფოთის საჯარო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ბაღი უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით და პერსონალი ყველა ჰიგიენური წესის დაცვით უზრუნველყოფს ღონისძიებების გატარებას.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი