ფოთის საკრებულოს 4 დეპუტატი შიმშილობას იწყებს

ფოთის საკრებულოს 4 დეპუტატი შიმშილობას იწყებს და უერთდება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას,

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ფოთის საკრებულოს 4 დეპუტატი შიმშილობას იწყებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, რათა გამოუსწორებელი შედეგი თავიდან იქნეს აცილებული.

„საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხალხი დასტრესილია, ტირის, მოთქვამს. ეგრეთ წოდებული სიკვდილის ქრონიკაში მონაწილეობის მიღება არავის უნდა. თუ კიდე ვინმეს შერჩენია რაღაც და ფიქრობს, რა ნაბიჯი გადადგას, იმათ მივმართავთ, ყველა ჩაერთეთ ამ პროცესში.

უნდა დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტი. ყველა ღონეს მივმართავთ, შიმშილობას არ შეწყვეტენ დეპუტატები, მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. ხელისუფლება გონს მოეგოს. ძალიან ცუდად დაამთავრებენ, თუ მიხეილ სააკაშვილს ერთი ღერი თმა მაინც ჩამოუვარდება“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი