ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნული პოსტი ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ვაჭარაძემ დაიკავა.
ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21 წევრი მონაწილეობდა, აქედან ვაჭარაძის კანდიდატურას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
ფოთში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხისგებაში მიეცა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.