ფოთში ძლიერი აფეთქება მოხდა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსის კედლები დააზიანა.

მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ხშირად არის, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი