ფოთში გასულ ღამეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 3 მოქალაქე დაჯარიმდა

ფოთში, გასულ ღამეს, კომენდანტის საათის დროს 3 მოქალაქე დაჯარიმდა.

ქალაქის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ადგილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მგზავრთა გადაადგილების კონტროლი, ასევე ორივე ბლოკ-პოსტზე ყველა შემომსვლელ-გამსვლელს თერმოსკრინინგი უტარდება. ამ დრომდე ცხელებაზე საეჭვო სიმპტომი არცერთ მგზავრს არ დაფიქსირებია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ქალაქის ცხელების ცენტრში მსუბუქი რესპირატოიული ჩივილებით 3 ადგილობრივი მოქალაქე შეიყვანეს, მათიზე კლინიკურ ლაბორატორიული დაკვირვება მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი