ფოთში კორონავირუსით ექიმი დაინფიცირდა

ფოთში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთელია და ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, სადაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი