ფოთში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში საქალაქთაშორისო მარშრუტზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.

მძღოლები ქალაქის მერიის მხირდან მოთხოვნას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, მათ ავტოსადგურის რეაბილიტაცია უნდა განახორციელონ.

ისინი განმარტავენ, რომ აღნიშნული ფართი მეპატრონისგან იჯარით აქვთ აღებული და შესაბამისად, სადგურის რეაბილიტაცია მეპატრონემ უნდა განახორციელოს.

ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.

სამარშუტო ტაქსების მძღოლები ალტერნატიულ ფართს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პეემანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი