ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ბანაობა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ზღვაზე დღეს 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. შესაძლოა, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვნობით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 25 გრადუსი იქნება.