ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.